.
ფოთელი ქრისტიან–დემოკრატები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პენსიების მატებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურნენ, რომელიც 9 მარტს, მერიის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში შედგა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, საკრებულოს წევრ ლაშა ბერაიას განცხადებით, ეს გადწყვეტილება ხელისუფლებამ „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ ერთწლიანი ბრძოლის შედეგად მიიღო.
„ჯერ კიდევ გასული წლის მარტიდან, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით გაუქმებულიყო არსებული უთანასწორობა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრებთა პენსია დედაქალაქში მცხოვრებთა პენსიას გათანაბრებოდა. ამიტომაც, მივესალმებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უთანასწორობის გაუქმებასა და პენსიების მატების თაობაზე. არანაკლებ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, დამსახურებული ადამიანებისათვის პენსიების ზრდის დინამიკა შეუქცევადი გახდეს.“– განაცხადა ბერაიამ.
„ქრისტიან–დემოკრატები“ ახალი ინიციატივით გამოდიან, პენსია რეალურად გაუთანაბრდეს სამომხმარებლო კალათის მინიმუმს მაინც, რადგან დაპირებული 100 ლარი საგრძნობლად ჩამორჩება სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ საარსებო მინიმუმს.
ნინო თუნთია
No comments:
Post a Comment