Wednesday, June 1, 2011
"ეს ახალგაზრდული ბანაკი იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანების სიმბოლო“
1 ივნისს, ანაკლიაში, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამა “პატრიოტი2011” ოფიციალურად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა,ლადო ვარძელაშვილმა გახსნა. ცერემონიალს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან კონჯარია და ერთ-ერთი წევრი, გელა თოლორაიაც ესწრებოდნენ.
ვარძელაშვილის თქმით, ანაკლიის ბანაკი არა მარტო საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ წარმომადგენელს და საქართველოს მოქალაქეს, არამედ მსოფლიოს აერთიანებს. მის თქმით, წელს 65-მა ქვეყანამ გამოთქვა ამ ულამაზეს ადგილას დასვენების სურვილი. მან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა უწოდა, ბანაკში დამსვენებელი ეთნიკური აზერბაიჯანელებისათვის და სომხებისათვის ქართული ენის სწავლება: „ეს არის ერთიანობის, სითბოს და სიყვარულის ბანაკი და ეს ახალგაზრდული ბანაკი იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანების სიმბოლო,“- განაცხადა ვარძელაშვილმა.
17 წლის რუსათაველი სოდარხნიშვილი ნიკას თქმით, ბანაკში ძალიან მეგობრული გარემოა და ბევრი მეგობარი შეიძინა:-“ მთელი დღის განმავლობაში დატვირთულები ვართ სავარჯიშოებით, რადგან საღამოს ღონისძიებისთვის ვემზადებით. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრებით გვაჯილდოებენ.“
14 წლის საჩხერელი პაატა გოგოტიშვილი, ამ მხარეში პირველადაა და ძალიან მოსწონს:-„აქ შეძენილ მეგობრებს არასოდეს დავკარგავ. სახლებშიც დავპატიჟეთ ერთმანეთი და ურთიერთობას გავაგრძელებთ.“
„პატრიოტი 2011“ ერთ-ერთი ლიდერი, თამუნა ჯამლაშვილის თქმით, შარშანდელთან შედარებით, წელს ძალიან აქტიური ახალგაზრდები არიან.
„საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამა „პატრიოტი“ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2005 წელს ამოქმედდა. პროგრამა წელს ანაკლიაში საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე, ევროპის, ამერიკის, აზიასა და აფრიკის 35 ქვეყნიდან 600-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. 28 მაისს, ბანაკმა ახალგაზრდების პირველი ნაკადი მიიღო.
წლევანდელი პროგრამა „პატრიოტი“ ახალგაზრდების 13 ნაკადს უმასპინძლებს. თითოეულ ჯერზე 280 მონაწილეს. ბანაკში 3640 ახალგაზრდის მიღებაა დაგეგმილი. საერთაშორისო პროგრამა „პატრიოტი 2011“ 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ლორა ქობალია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment