Friday, June 3, 2011

აფხაზეთის შავი ზღვის კურორტები ერთმანეთს საზღვაო თბომავლებით დაუკავშირდებიან




დღეს , სოჭში, სამგზავრო-სანაოსნო ნავიგაცია ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი დაესწრო. კომპანია „ვოდახოდის“ გენერალურმა დირექტორმა შიდა ტურიზმის სფეროში, ანდრეი სმოლინმა განაცხადა, რომ ეს ძალიან კარგი დასაწყისია, როგორც თავად კომპანიისთვის, ასევე შავი ზღვის საკურორტო ქალაქებისთვისაც.
მარშრუტებით: სოჭი–ადლერი და ადლერი–გაგრა, თბომავლით დღეს პირველი სამგზავრო რეისი შესრულდა, რომლის პირველი მგზავრები, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი და „ვოდახოდის“ გენერალური დირექტორი, ანდრეი სმოლინი იყვნენ, იუწყება აფხაზეთის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „აბაზა ტვ“. ამავე ტელეკომპანიის ინფორმაციით, სოჭი-გაგრას მარშრუტით გასეირნების ღირებულება 600 რუსულ რუბლს(40 ლარამდე) შეადგენს, ადლერი-გაგრა კი 400 რუბლს(25 ლარამდე).
ამავე ტელეკომპანიის ინფორმაციით უახლოეს მომავალში დამატებითი მარშრუტები: სოჭი–რიწა და სოჭი–სოხუმის მიმართულებითაც იგეგმება.

მალხაზ ბასილაია


მასალაში გამოყენებულია აფხაზური საინფორმაციო სააგენტოების ფოტო

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete