Showing posts with label ზატულინი. Show all posts
Showing posts with label ზატულინი. Show all posts

Saturday, June 4, 2011

ზატულინის წიგნის პრეზენტაცია სოხუმში



სოხუმში, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის წიგნის –„აფხაზეთი და რუსეთი–ორი ქვეყანა და ერთიანი ერი“-ს პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას, ავტორთან ერთად, აფხაზეთის დე ფაქტო კულტურის მინისტრი ნუგზარ ლოგუა და რუსეთის ელჩი აფხაზეთში სიმონ გრიგორიევი ესწრებოდნენ.

–„ჩვენი რესპუბლიკის პრეზიდენტის გარდაცვალების შემდეგ ეს პირველი ღონისძიებაა და თანაც სიმბოლური. ორი ქვეყნის მეგობრობა და მჭიდრო ურთიერთობები უფრო და უფრო ღრმავდება,“–აღნიშნა ნუგზარ ლოგუამ.

კონსტანტინ ზატულინის ახალი წიგნი აფხაზეთში ხვალიდან გაიყიდება და 400 რუსული რუბლი (25 ლარის ექვივალენტი) ეღირება.


ტკ “აბაზა ტვ“-ს მიხედვით მასალა მოამზადა მალხაზ ბასილაიამ