Showing posts with label საავადმყოფო. Show all posts
Showing posts with label საავადმყოფო. Show all posts

Thursday, June 2, 2011

თვითმხილველთა მტკიცებით, ბათუმის საავადმყოფოს ფანჯარაზე ხატი გამოისახა





დღეს, ბათუმის დედათა და ბავშთა საავადმყოფოს ფანჯარაზე გამოსახული ღვთისმშობლის ხატის სანახავად სასულიერო პირები და მრევლი მივიდა. საავადმყოფოს ექიმებმა და პაციენტებმა ხატი გუშინ ღამით შეამჩნიეს. მათი განცხადებით, ხატის გამოსახვა შესაძლოა ამაღლების დღესასწაულს ემთხვეოდეს.

საავადმყოფოს ტერიტორიაზე შეკრებილი თვითმხილველების თქმით, ხატი ღამით უფრო კაშკაშა და ნათელია, დღისით მზის შუქი მას ჩრდილავს. ხატები არის გამოსახული ასევე საავადმყოფოს მე-3 სართულის სხვა ფანჯრებზეც, რომლებიც ცვალებადია და სხვადასხვა წმინდანის სახეს იღებს.

-“ეს ნამვდილი სასწაულია. ხატები თანდათან იცვლის იერს და ხან წმინდა გიორგის ხატი ჩნდება, ხან ღვთისმშობლის. ეს ალბათ, დღევანდელ დღესასწაულს უკავშირდება. ამაღლების დღესასწაული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა მართლმადიდებელი ადამიანის ცხოვრებაში. განსაცდელისგან დაგვიცავს უფალი, როგორც ღვთისმშობლის წილხვვედრ ქვეყანას“ - ამბობს თვითმხილველი ნინო შერმაზანაშვილი.

ტარიელ ცეცხლაძე