Showing posts with label წყალდიდობა. Show all posts
Showing posts with label წყალდიდობა. Show all posts

Friday, June 3, 2011

კოკისპირულმა წვიმამ ხობში ღელეებისა და მდინარის ადიდება გამოიწვია





დღეს დილით მოსულმა კოკისპირულმა წვიმამ ხობის რაიონში ღელეებისა და მდინარის შენაკადების უეცარი ადიდება გამოიწვია. ხობის რაიონის სოფლებში პრობლემები მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო- სამეურნეო სავარგულები დაიტბორა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, იგორ ტყებუჩავამ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხამისქურის, ხეთის, პირველი მაისის , ნოჯიხევის ტერიტორიულ ერთეულებში დააათვალიერა დატბორილი ნაკვეთები, გამწოვი კოლექტორები, არხები. გამგეობის რწმუნებულებს მიეცათ დავალება მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადასვლისა, რაც წვიმის შესაძლო გაგრძელებასთანაა დაკავშირებული. იგორ ტყებუჩავას განცხადებით, ზარალის დამთვლელი კომისია უკვე შექმნილია, თუმცა შესაძლოა მუნიციპალიტეტმა მიყენებული ზარალის ანაზღაურება ვერ შეძლოს. " ერთხელ უკვე გავეცით თანხები ქარიშხლით დაზარალებულებზე, ბიუჯეტის მეტის საშუალებას არ მოგვცემს"-განაცხადა ტყებუჩავამ.



მალხაზ ბასილაია