ნინო ბურჯანაძის შვილი, ანზორ ბიწაძე, „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბარში აცხადებს, რომ, ის მზადაა ჟურნალისტს ბოდიში მოუხადოს, იმ შემთხვევაში, თუკი მისი ბრალეულობით რაიმე გაუგებრობა მოხდა. -"თუ არის ვიდეო მასალა და თუ რაიმე გაუგებრობა მოხდა, შემიძლია ჟურნალისტს დავუკავშირდე, შევხვდე და პირდაპირ ბოდიში მოვუხადო. ჟურნალისტს ხელში ან კამერა ექნებოდა ან მიკროფონი და მივხვდებოდი, რომ ჟურნალისტია.თუკი შემთხვევით, შეხლა-შემოხლა იყო ვერ გეტყვით, მაგრამ, საერთოდ, არც ერთ აქციაზე არ მიჩხუბია,"-განაცხადა ბურჯანაძის ვაჟმა "თავისუფალ სიტყვასთან" საუბრისას.
მკითხველს შევახსენებთ, რომ საუბარია, გუშინ, netgazet.ge-ს ჟურნალისტის, თაზო კუპრეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ბიწაძემ მას მუცელში დროშის ტარი ჩაარტყა მაშინ, როცა ის დედამისისგან, ნინო ბურჯანაძისგან კომენტარის აღებას ცდილობდა.
მომხდარს "ნეტგაზეთის" ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი ასე აღწერს: -"ვიღებდი ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც აქციაზე ცუდად გახდა. მოვიდა ნინო ბურჯანაძეც, რომელსაც თან ვაჟი, ანზორი ახლდა. მას კომენტარი ვთხოვე აქციის დარბევასთან დაკავშირებით. ანზორ ბურჯანაძემ ხელი პოლიციისკენ გაიშვირა: "მაგათ თხოვე კომენტარიო" და ჯოხი მუცელში ჩამარტყა. ჩანაწერში ჩანს მისი ხელის მოძრაობა, მხოლოდ დარტყმის პროცესი არაა გადაღებული, რადგან კამერა ნინო ბურჯანაძისკენ მქონდა მიმართული"-განაცხადა მან.
იხ. ნეტგაზეთის მიერ გავრცელებული ლინკი: http://netgazeti.ge/GE/59/News/5347/ნინო-ბურჯანაძის-შვილმა-ნეტგაზეთის-ჟურნალისტს-ჯოხი-ჩაარტყა[Video].htm
ნინო თუნთია
No comments:
Post a Comment