Wednesday, June 1, 2011

ანაკლიის პატრიოტთა ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა


რამდენიმე წუთში, ჯგუფ „ფრანის“ კონცერტი ანაკლიაში პატრიოტთა საერთაშორისო ბანაკის გახსნის ცერემონიას დაასრულებს. ანაკლიის პატრიოტთა ბანაკი დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა გახსნა.

„ანაკლიის საერთაშორისო ბანაკში ახალგაზრდების გამოშვების სურვილი უკვე გამოთქვა 65-მა ქვეყანამ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის. 600 ახალგაზრდა აზიის, აფრიკის, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან წელს ანაკლიაში დაისვენებს“-განაცხადა ვარძელაშვილმა.

პატრიოტთა პირველ ნაკადში ძირითადად, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდებია არიან. გახსნის ღონისძიებაზე მათ სხვადასხვა ეროვნების ფოლკლორიდან მუსიკალური ნომრები შეასრულეს. სპეციალურად მათთვის ბანაკში ქართული ენის შემსწავლელი კურსი მოქმედებს.

წელს ანაკლიის ბანაკი ახალგაზრდების 13 ნაკადს უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადზე ბანაკში 280 მონაწილე იქნება. სულ საერთაშორისო ბანაკში 3640 ახალგაზრდა მიიღებს

No comments:

Post a Comment