Friday, June 3, 2011

„ბოლო ზარი“ ფოთში




დღეს, ფოთის ყველა საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. სკოლის დამთავრება ტრადიციულად მხიარული ღონისძიებით აღნიშნეს.

ბოლო ზარი ყველაზე ბოლოს მესამე საჯარო სკოლაში დაირეკა. მოსწავლეებმა პედაგოგები დარბაზში მიიპატიჟეს და განვლილი 12 წელი ერთად შეაჯამეს. წარმატებებისა და სკოლის ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის დირექტორმა თითოეულ მოსწავლეს სიმბოლური სიგელები გადასცა.

მეთორმეტეკლასელები საკუთარ თაობას „ექსპერიმენტულ თაობას“უწოდებენ. ისინი სკოლაში 90-იან წლებში შევიდნენ და ეს ათეული წელი მათტვის საკმაოდ დინამიური და სიახლეებით აღსავსე გამოდგა. ერთ-ერთი კურსდამთავრებულს, ელენე ჭეჟიას მიაჩნია, რომ ის გაცილებით თავისუფალი თაობის წარმომადგენელია. მისი თანატოლების თქმით, სკოლაში მხოლოდ თეორია არ უსწავლიათ. სრულფასოვან და კრეატიულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ზოგს არ მოსწონდა ტრიმესტრული სწავლება, ექსპერიმენტების მიზნით სახელმძღვანელოების ხშირი ცვლა,ზოგადად, „რეფორმების ტალღის ქვეშ მოხვედრა“, გამოცდების დანიშვნა, მაგრამ, დღეს, მთლიანობაში მაინც ყველაფერი კარგად ახსენდებათ. ბევრი მათგანი სწავლის გაგრძელებას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გეგმავს.

ამ წუთებში, მეორე საჯარო სკოლის დარბაზში ფოთელ მეთორმეტეკლასელთა მონაწილეობით კონცერტი მიმდინარეობს.

იზა სალაყაია

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete