Friday, June 3, 2011

ბათუმის „სათნოების სასახლე“ აჭარის მთავრობის წინააღმდეგ






ბათუმის „სათნოების სასახლის“ დირექტორმა, სვეტლანა კუდბამ, გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კუდბა აჭარის მთავრობას პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. აღნიშნული შენობა ქალაქის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობდ და ის „სათნოების სასახლეს“ 20 წლის წინ აჭარის მთავრობამ უსასყიდლოდ და უვადოდ გადასცა.

შენობა ბათუმის მერიის ბალანსზე ირიცხებოდა. მიმდინარე წლის თებერვალში აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ, ახალ შენობაში შესახლების წერილობითი გარანტიით, „სათნოების სასახლეს“ შენობა დაატოვებინა. ამის შემდეგ სახელმწიფომ მიწის ნაკვეთი უცნობ კომპანიაზე გაასხვისა, რომელმაც შენობა დაანგრია. სხვა შენობის გამოყოფის პირობა კი დღემდე არ შეუსრულებელა. სვეტლანა კუდბას თქმით, სარჩელის შეტანამდე, მათ განცხადებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძესაც მიმართეს და დაპირების შესრულება მოსთხოვეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.

„სათნოების სასახლის“ სარჩელს აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აბესალომ გურგენიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, „სათნოების სასახლის“ მოთხოვნის შესასრულებლად შესაფერის შენობას უკვე ეძებენ. თუმცა, ქალაქში შესაფერისი ფართის ნახვა ცოტათი გაუჭირდათ, რადგანაც, მისი თქმით, თავისუფალი შენობები ბათუმში ცოტაა. -„რაც შეეხება სარჩელს, შეიტანა და რა ვქნათ ახლა? გამოვალთ მოპასუხედ სასამართლოში. ეს არც პირველია და არც ბოლო იქნება,“ – აცხადებს გურგენიძე.

„სათნოების სასახლის“ შენობაში, საქველმოქმედო ფონდს უპოვართათვის უფასო სასადილო, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი და აფხაზური ენის შემსწავლელი სკოლა ჰქონდა გახსნილი. უფასო სასადილოთი დაახლოებით 300 ადამიანი სარგებლობდა, რომელთა უმრავლესობა დღეისათვის სახელმწიფოსაგან არანაირ სოციალურ დახმარებას არ იღებს.

„ძირითადად, შემოწირულობებითა და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით ვარსებობთ. შენობის არქონის გამო, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აჭარის რეგიონში განხორციელებული საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას აპირებს, ”- აცხადებს სვეტლანა კუდბა.




ზურა ბაუჟაძე

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete