14 წლამდე ასაკის ვაჟებს შორის ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი ფოთელი ნიკა ღვამბერია გახდა. ვაჟებს შორის მეორე ადგილზე ქუთაისელი ნოე თუთისანი გავიდა, მესამეზე - თბილისელი გიორგი სიბაშვილი.
14 წლამდე გოგონებს შორის, გამარჯვებული თბილისელი ნინო ხომერიკი გახდა, მეორე ადგილზე - ქუთაისელი მარიამ ჭოლაძე გავიდა.ფოთელმა მოჭადრაკე ადა ქაქუთია კი მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
პირველ და მეორე ადგილებზე გასულებს 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საგზურები გადაეცათ. მათ უფლება აქვთ თავად აირჩიონ, რომელ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 25 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 55 მოზარდი მონაწილეობდა.
ნინო თუნთია
Გამარჯობა ყველას,
ReplyDeleteეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.