Saturday, June 4, 2011

4 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით ქალაქის სატელეფონო ნომრები იცვლება



4 ივნისიდან თბილისის სატელეფონო ქსელი გადავა შვიდციფრიან ნუმერაციაზე, ხოლო რეგიონების - ექვსციფრიანზე. სატელეფონო ნომრის საწყისი ყველგან -თბილისშიც და რეგიონებშიც, „2“-იანი გახდება.

თბილისში – ძველ სატელეფონო ნომრებს წინ ციფრი „2“-იანი ემატება. მაგალითად, აბონენტის ნომერი 38-18-18 გახდება 238-18-18; რეგიონებიდან თბილისში დასარეკად აიკრიფება კოდი: 832 და შემდეგ ახალი ნომერი 238-18-18.

რეგიონები - რეგიონებშიც „2“-იანის დამატების ხარჯზე იცვლება სატელეფონო ნომრები. ქ.ბათუმის სატელეფონო ნომერი 7-99-99 შეიცვლება ნომრით 27-99-99; ქ.ქუთაისის სააბონენტო ნომერი 5-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99, ქ.გორის სატელეფონო ნომერი 7-99-99 შეიცვლება ნომრით 27-99-99 და ა.შ.

რუსთავი - სააბონენტო ნომრის სიგრძე უცვლელი დარჩება. სააბონენტო ნომრების პირველი ციფრი - ”1” შეიცვლება ციფრით - „2“, ხოლო მისი მომდევნო ყველა დანარჩენი ციფრები უცვლელი დარჩება, მაგალითად: სააბონენტო ნომერი 15-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99. ამასთან, ქ.რუსთავის სატელეფონო ქსელის აბონენტებთან საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის დასამყარებლად უნდა აიკრიფოს ქ.რუსთავის ახალი სატელეფონო კოდი 341 და შემდეგ „2“-ით დაწყებული აბონენტის ახალი ნომერი.
www.silknet.com

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete