Saturday, May 21, 2011

"ქართული პარტიის" დაკავებული წევრის სასამართლო ამ წუთებში მიმდინარეობს

ამ წუთებში რუსთავის საქალაქო სასამართლოში გოჩა კაკოშვილის პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ "თავისუფალ სიტყვას" "ქართული პარტიის" პრეს-სამსახურის თანამშრომელმა, ლია კამლაძემ განუცხადა.კამლაძის თქმით, კაკოშვილს დაკავების მიზეზად სამართალდამცავები ხულიგნობას ასახელებენ. დამატებით ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ჯერჯერობით არ ფლობს. დეტალები სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

No comments:

Post a Comment