Friday, June 3, 2011

ფოთში ჭაბურღილის წყალი სასმელად ვარგისი არ არის



ფოთში, მოსახლეობის მიერ ეზოებში გათხრილი ჭაბურღილების წყალი სასმელად ვარგისი არ არის. ამის შესახებ შპს „ფოთის ლაბორატორიული კვლევის ცენტრის“ დირექტორმა გია რუხაძემ განგვიცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ქალაქში არ არის კანალიზაციის ერთიანი ქსელი და მოსახლეობას საპირფარეშოები საკუთარ ეზოში გათხრილ ორმოებზე აქვთ მოწყობილი. ფოთში კი წყალი ზედაპირულია, ორ მეტრამდე მიწის ამოთხრის შემდეგ, წყალი უკვე ამოდის. მოსახლეობა უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ამ ზედაპირულ წყალს მოიხმარს, რომელიც დიდი ალბათობით ფეკალშერეულია.
„მიღებული სტანდარტით, წყალი ბაქტერიოლოგიურად სუფთაა 6-7 მეტრის ქვემოთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც მისი ლაბორატორიული შემოწმება აუცილებელია“,-განაცხადა რუხაძემ.
საკუთარ ეზოში ჭაბურღილის გასათხრელად, მოსახლეობას არავითარი ნებართვა არ სჭირდება. ლაბორატორიული ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეები წყლის შემოწმების მოთხოვნით თითქმის არ მიმართავენ. რუხაძის თქმით, ამის მიზეზი ლაბორატორიული ანალიზის სიძვირის გარდა (400 ლარამდე ღირს), გაუთვითცნობიერებლობაცაა.
ამ დროისათვის ლაბორატორიული კვლევის ცენტრი, მხოლოდ, ცენტრალურ სისტემაში მომავალ წყალს ამოწმებს. წყალმომარაგების ქსელის 14 წერტილიდან აღებული წყლის ნიმუში ყოველთვიურად მოწმდება. ცენტრის დირექტორის თქმით, დაბინძურების შემთხვევები აქაც ვლინდება, რისი მიზეზიც მიმდინარე წყალმომარაგების ქსელის სარემონტო სამუშაოებია, თუმცა მიმდინარე წელს, მხოლოდ ერთეული შემთხვევები გამოვლინდა, რაც ადამიანების დაავადების მიზეზი არ გამხდარა.
არ არსებობს მონაცემები, ჭაბურღილის წყლის მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ. ძნელი დასადგენია, იყო თუ არა ქალაქში ჭაბურღილის წყლით გამოწვეული დაავადების შემთხვევები. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათთან ერთეული შემთხვევების აღრიცხვა არ ხდება, ცენტრში ინფორმაცია მხოლოდ ინფექციური დაავადებების მასობრივი გავრცელებისას შედის.

ნინო თუნთია

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete