Friday, June 3, 2011

"ქართული პარტია" ლევან გაჩეჩილაძემ, კოკა გუნცაძემ, კახა მიქაიამ და ლევან ჩიკვაიძემ დატოვეს


საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებული სპეციალური განცხადებით "ქართული პარტია" დამფუძნებელთა ერთმა ნაწილმა - ლევან გაჩეჩილაძემ, კოკა გუნცაძემ, კახა მიქაიამ და ლევან ჩიკვაიძემ დატოვეს.
" ...ერთიანობის ძალა და მისი მორალური სულისკვეთება არის არსებული რეჟიმის დაძლევის ყველაზე მძლავრი და ერთადერთი იარაღი. ამიტომ, კატეგორიულად მიუღებელია ურთიერთბრალდებები და ურთიერთშეურაცხყოფები იმ ძალებს შორის, რომლებიც მიზნად ისახავენ სისტემურ ცვლილებებს ქვეყანაში.
ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ხოლო რიგ შემთხვევებში, არც ვმონაწილეობდით ბოლო პერიოდში "ქართული პარტიის" არც ერთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ერთიანობის კურსს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, რათა მიღწეული იქნას საყოველთაო თანხმობა, რომელიც არის გარანტი არსებული რეჟიმის დამარცხების..." - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, კახა მიქაია და ლევან ჩიკვაიძე.
განცხადების გავცელებისთანავე, „თავისუფალი სიტყვა“ „ ქართული პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის უკვე ყოფილ წარმომადგენელს, კახა მიქაიას დაუკავშირდა . მიქაიას თქმით, ამ ეტაპზე ის კომენტარებისაგან თავ იკავებს. „ დაკმაყოფილდით იმ ინფორმაციით,რაც გავრცელდა.“- განაცხადა მან. ჩვენს კითხვაზე შეუერთდებიან თუ არა ისინი რომელიმე პარტიას? მიქაიამ გვიპასუხა, რომ „ამას მომავალი გვიჩვენებს სად და რას გავაკეთებთ.“
მომხდარზე კომანტარს არ აკეთებენ „ქართული პარტიის“ პრეს-სამსახურში. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის, ლია კამლაძის თქმით, ოფიციალურ განცხადებას პარტიის ლიდერები ერთ საათში, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთებენ.




ლორა ქობალია

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete