Friday, June 3, 2011

კონტროლის პალატამ მეხუთე საჯარო სკოლაში მუშაობა დაასრულა



კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტმა, ფოთის მეხუთე საჯარო სკოლაში სასწავლო და ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა დღეს დაასრულა. კონტროლის პალატის პრეს-სამსახურის უფროსის, გიორგი ჯაფარიძის განმარტებით, აუდიტორული დეპარტამენტის ჯგუფი სკოლას დღეს დატოვებს. ადგილზე შესწავლილი საბუთების ანალიზისათვის, ჯგუფს რამდენიმე დღე დასჭირდება, ერთიან აქტს კონტროლის პალატა მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს.
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერი უსადინაშვილმა, საბოლოო აქტის გამოქვეყნებამდე კომენტარისაგან თავი შეიკავა.
რა დარღვევები გამოვლინდა სკოლის დოკუმენტაციის შესწავლისას, ინფორმაციას არც ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ფლობენ. რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას თქმით, კონტროლის პალატა დამოუკიდებელი უწყებაა, ამდენად, რესურსცენტრს დაზუსტებული ინფორმაცია მათი მუშაობის შესახებ არა აქვს.
კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტი ფოთის მეხუთე საჯარო სკოლას მიმდინარე წლის მარტის თვიდან ამოწმებს. რა გახდა სკოლის ფინანსური და სასწავლო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველი, კონტროლის პალატა ამ დრომდე არ აკონკრეტებს.


ნინო თუნთია

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete