Thursday, June 2, 2011

აფეთქებამ ხელვაჩაურში ორი ადამიანი იმსხვერპლა





ხელვაჩაურის პურის ქარხანაში, გუშინ, საღამოს, დაახლოებით 19 სააათზე აფეთქება მოხდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ცვლის უფროსი, 42 წლის ელდარ ზაქარაძე და ქარხნის თანამშრომელი, 35 წლის ბეგლარ კირკიტაძე ძლიერი დამწვრობის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირიდან სათადარიგო საწვავზე გადასვლის დროს აალება გახდა. როგორც კომპანია „აჭარის ბუნებრივი აირის“ მთავარი ინჟინერი ზურაბ დუნდუა ამბობს, გუშინ ბათუმში აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს გაზის მიმწოდებელი მთავარი მილი დაზიანდა, რის შემდეგაც ქალაქს გაზის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდა. მისი განცხადებით, გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ ხელვაჩაურის პურის ქარხანას აცნობეს, რის შემდეგაც ქარხნის ტექნიკური თანამშრომლები შესაბამისი აპარატურის ბუნებრივი აირიდან დიზელზე გადაყვანას შეეცადნენ, რა დროსაც მოხდა აალება, შემდეგ - აფეთქება.

შემთხვევის ადგილზე პოლიციია მუშაობს. ხელვაჩაურის პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს ქარხნის ხელმძღვანელი იაშა შერვაშიძე და აფეთქების თვითმხილველები. გამოძიება აფეთქების მიზეზებსა და ქარხნის ტექნიკურ გამართულობას ადგენს. ამ ეტაპზე მათ ჩვენთან კომენტარზე უარი თქვეს.
აჭარის ერთ-ერთი მსხვილი პურის მიმწოდებელი კომპანია კი ამ დროისათვის გაჩერებულია.

ტარიელ ცეცხლაძე

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete