Friday, June 3, 2011

კვაშილავების ოჯახი პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს განცხადებით მიმართავს

ფოცხო–ეწერში ჩასახლებული, აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული კვაშილავების ხუთსულიანი ოჯახი განცხადებით, საქართველოს პეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ მინისტრს, ნიკა გილაურს მიმართავს. განცხადებაში ოჯახი საკუთარ გაუსაძლის პირობებსა და ეკონომიკურ სიდუხჭირეზე საუბრობს. კლარა კვაშილავას თქმით, ოჯახი 2010 წლის 10 აგვისტოს ფოცხო-ეწერში იძულებით გადაასახლეს, ალტერნატიული საცხოვრებელი მათთვის არ შეუთავაზებიათ, ტრანსპორტირებისას კი კუთვნილი ნივთებიც დაუკარგეს.

კლარა კვაშილავა: „ვარ ინვალიდი, მარჩენალდაკარგული და განადგურებული ქალი. მთელი ცხოვრება ფიზიკურად მიმუშავია.გამაჩნია სამედიცინო ფორმა #100 და მჭირდება მარცხენა მკლავის დამსხვრევითი მოტეხილობის პროტეზირება. ეს მეშვიდე ოპერაცია იქნება და რეალური დახმარება მჭირდება, რომ გადავრჩე.“ კვაშილავას თქმით, აგვისტოს თვის შემდეგ უკიდურესმა შიმშილობამ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გააუარესა. განცხადების ბოლოს, ის ხელისუფლებისაგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებასა და ფოცხოდან რუსთავში,ფოთში ან თბილისის რომელიმე გარეუბანში სცხოვრებლად გადაყვანას ითხოვს.

მისი შვილი, ნანა კვაშილავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს მათი ბოლო იმედია.დევნილებისთვის განკუთვნილი ყოველთვიური დახმარების გარდა ოჯახს არავითარი შემოსავალი არა აქვს.-„დახმარების თანხაც, 5 თვის წინასწარ გვაქვს აღებული, მხოლოდ იმისთვის, რომ კარტოფილი და პური ვჭამოთ და შიმშილით არ დავიხოცოთ,“-ამბობს ნანა კვაშილავა.



ლორა ქობალია

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete