Thursday, June 2, 2011

ფოცხო–ეწერში ჩასახლებული დევნილები მუნიციპალურ ტრანსპორტს ითხოვენ



წალენჯიხის რაიონის, სოფელ ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნლები ზუგდიდის მიმართულებით მუნიციპალური ტრასპორტის პირდაპირი რეისის დანიშვნას ითხოვენ.

ფოცხო-ეწერიდან დან ზუგდიდამდე ტრანსპორტი დაბა ჯვარის გავლით გადაადგილდება. დევნილებს ტრანპორტის გამოცვლა ორჯერ უწევთ. ფოცხო–ჯვარის მიმართულებით მგზავრობის საფასური 50 თეთრია. ჯვარი– ზუგდიდის მიმართულებით-1,50ლარი, ხოლო მიკროავტობუსი- 2 ლარი ღირს. მგზავრებისთვის პრობლემას წარმოადგენს, ტრანსპორტის გასვლის დროც. ფოცხო-ეწერის მიმართულებით ბოლო რეისი 15:00 საათზე გადის, დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს ტაქსით მგზავრობა და დამატებით 5 ლარის გადახდა უწევთ.

ფოცხოში მცხოვრები, ნანა კვაშილავას თქმით: „არსებული რეისი შეზღუდულად მუშაობს. თუ დაგვაგვიანდა, ტაქსში უნდა წავიდეთ. ამდენი შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. ფეხით და თან ტვირთიანად ხუთ კილომეტრს ვერ გაივლი.“

ფოცხოში მცხოვრებლებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისა და ფოცხოეწერი-ზუგდიდის პირდაპირი რეისის დანიშვნის მოთხოვნით, 28 აპრილს, პრეზიდენტის რწმუნებულს სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში, ზაზა გოროზიას მიმართეს. პრობლემის გადწყვეტა მან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მამუკა ქარდავას დაავალა.

„თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას ქარდავამ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ფოცხოეწრი–ზუგდიდის მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფა ვერ მოხერხდება, რადგან ეს დიდ თანხებთანა დაკავშირებული და ბიუჯეტში ამ მიმართულებით თანხა გათვალისწინებული არაა. ქარდავა მგზავრებს მათი ინტერესების გათვალისწინებას მომავალ წელს ჰპირდება.

ლორა ქობალია

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete