Thursday, June 2, 2011

საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი გამოცხადდა



საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერის შესახებ ბრძანებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ხელი უკვე მოაწერა, რითაც გამსვლელი ბარიერი ოფიციალურად გამოცხადდა.

გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში განისაზღვრა 5.5 ქულით. იმის გათვალისწინებით, რომ წელს საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდა, იმ მოსწავლეს, რომელმაც რვა საგნიდან ნებისმიერ სამ საგანში მიიღო მინიმუმ 5.2 ქულა, ხოლო დარჩენილ 5 საგანში მიიღო 5.5 ქულა და მეტი 2011 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარა. აგრეთვე არაქართულენოვან სკოლებში 2011 წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ატესტატის მოპოვებისთვის საჭიროა მხოლოდ ერთ საგანში - ქართულ ენაში დადებით შეფასებად დადგინდეს 5,1 ქულა და მეტი, ხოლო სხვა საგნებზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი.

მომავალ წელს გამსვლელ ბარიერად 5.5 ქულა დადგინდა, ხოლო სამ საგანში დაწესებული შეღავათები აღარ იქნება, ასევე არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაში გამსვლელი ბარიერი იქნება 5.3 ქულა.

www.mes.gov.ge

1 comment:

  1. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete