Showing posts with label შედეგები რესურსცენტრი. Show all posts
Showing posts with label შედეგები რესურსცენტრი. Show all posts

Saturday, June 4, 2011

ფოთის რესურსცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების მოლოდინში


საატესტატო გამოცდების საბოლოო შედეგებზე ოფიციალურ შეტყობინებას ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი უახლოეს დღეებში მიიღებს. ამის შესახებ „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას რესურსცენტრის დირექტორმა, გოჩა ქორქიამ განაცხადა.
მისი თქმით, გამოცდების ცენტრი რესურსცენტრს იმ მოსწავლეთა მონაცემებს გადასცემს, ვინც საგამოცდო ბარიერი გადალახა და ატესტატს აიღებს.
„საჯარო სკოლების დირექტორების მონაცემებზე დაყრდნობით, საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი ფოთში 20-მა მოსწავლემ ვერ გადალახა. ოფიციალური რაოდენობა გამოცდების ცენტრის მიერ დადგინდება, თუმცა არა მგონია, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შეიცვალოს.“-განაცხადა ქორქიამ.
მან გამოცდებში მონაწილე ფოთელ მოსწავლეთა რაოდენობაზეც გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაცია მართლაც გაიარა 480-მა მოსწავლემ, მათგან 48 ფოთში მოქმედი დევნილთა 21-ე სკოლის მეთორმეტეკლასელია და მათი მონაცემები ფოთის რესურცენტრს არ გადაეცემა, ერთი მოსწავლე „ბლექსის“ გაცვლითი პროგრამით სასწავლო კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის და გამოცდებს ვერ დაესწრო, ერთმა მოსწავლემ კი თავად თქვა უარი გამოცდების ჩაბარებაზე. შესაბამისად, ფოთის რესურსცენტრისთვის, მხოლოდ 430 მოსწავლის საატესტატო გამოცდების შედეგებია ცნობილი.

ნინო თუნთია