Wednesday, June 1, 2011

ბავშვთა დღე ზუგდიდში


ამ წუთებში ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი იმართება. ზუგდიდის მთავარი ხეივანის მიმდებარე ტერიტორია, უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია. ზუგდიდის კულტურის განყოფილების უფროსის მადონა ჯაბუას თქმით კონცერტში 20 საბავშვო ბაღი მონაწილეობს. მისი თქმით, ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ბავშვებისათვის სხვადასხვა ღონისძიება. უკვე დასრულდა კინოთეატრ „ატრიუმში“ანიმაციური ფილმის ჩვენება და ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა.

No comments:

Post a Comment