Showing posts with label მკვლელობა. Show all posts
Showing posts with label მკვლელობა. Show all posts

Sunday, June 5, 2011

სტამბულში ქართველი გოგონა მოკლეს



სტამბულში, თბილისელ სოფიო გვიანიძეს თაყვანისმცემელმა მამაკაცმა სამზარეულო დანით კისრისა და მუცლის არეში მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მისი გადარჩენა თაქსიმის საავადმყოფოს ექიმებმა ვერ შეძლეს.სტატიას ამ ტრაგედიის შესახებ თურქული ინტერნეტგამოცემა “ჰაბერთურქი” აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, უშიშროების აკადემიის კურსდამთავრებული, 27 წლის სოფიო გვიანიძე სტამბულში ცოტა ხნის წინ ჩავიდა და ღამის კლუბში ოპერატორად მუშაობდა. იქვე გაიცნო თარჯიმანი ჰუსნი იუსუფი, რომელსაც ის შეუყვარდა და ცოლობა სთხოვა. გოგონას მხრიდან წინადადების უარყოფის გამო, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. რამდენიმე დღის შემდეგ კი იუსუფი გვიანიძეს სამსახურში მიუვარდა და მისი დაჭერა სცადა. გოგონამ ქუჩაში გაქცევა მოახერხა, მაგრამ მამაკაცი დაეწია და სასიკვდილოდ დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციას თავად ჩაბარდა.

სტამბულის ბეიოღლუს რაიონის პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო და ამ დროისათვის დაკითხულია ინციდენტის ქართველი თვითმხილველებიც. “ჰაბერთურქის” ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს საკუთარი მეუღლის მკვლელობაშიც ედებოდა ბრალი, რისთვისაც ის ადრე ირანში იყო გაქცეული.

http://www.haberturk.com/

Friday, June 3, 2011

მკვლელობა ქობულეთში

ქობულეთში, გუშინ სასაფლაოზე დაწყებული დავა, რომელმაც შემდგომ ოჯახში გადაინაცვლა, მკვლელობით დასრულდა. სოფელ ხუცუბნის მკვიდრმა თ. მ.-მ, საკუთარ ოჯახში სტუმრად მისულ თანასოფლელ, 40 წლის ზ.კ-ს საოჯახო დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მკვლელობის ადგილას გარდაცვლილის ახლობლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერავინ შეძლო. გარდაცვლილს სამზარეულო დანით არტერია დაუზიანდა და რაც სიცოცხლესთან შეუთავსებადი ჭრილობა აღმოჩნდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი თ. მ. პოლიციამ შემთხვევიდან ერთ საათში დააკავა. მისი ოჯახის წევრები და იქ მყოფი პირები დაკითხა. პოლიცია მკვლელობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.

არსებობს ვერსია, რომ მკვლელობის მიზეზი გადაუხდელი ვალი გახდა. თუმცა, ამ თემაზე კომენტარსაგან გარდაცვლილისა და მკვლელობაში ეჭვმიტანილის ოჯახები თავს იკავებენ.

გარდაცვლილს თანასოფლელები დადებით პიროვნებად ახასიათებენ. მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ზურა ბაუჟაძე