Showing posts with label ქობულეთი. Show all posts
Showing posts with label ქობულეთი. Show all posts

Friday, June 3, 2011

მკვლელობა ქობულეთში

ქობულეთში, გუშინ სასაფლაოზე დაწყებული დავა, რომელმაც შემდგომ ოჯახში გადაინაცვლა, მკვლელობით დასრულდა. სოფელ ხუცუბნის მკვიდრმა თ. მ.-მ, საკუთარ ოჯახში სტუმრად მისულ თანასოფლელ, 40 წლის ზ.კ-ს საოჯახო დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მკვლელობის ადგილას გარდაცვლილის ახლობლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერავინ შეძლო. გარდაცვლილს სამზარეულო დანით არტერია დაუზიანდა და რაც სიცოცხლესთან შეუთავსებადი ჭრილობა აღმოჩნდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი თ. მ. პოლიციამ შემთხვევიდან ერთ საათში დააკავა. მისი ოჯახის წევრები და იქ მყოფი პირები დაკითხა. პოლიცია მკვლელობის ფაქტს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.

არსებობს ვერსია, რომ მკვლელობის მიზეზი გადაუხდელი ვალი გახდა. თუმცა, ამ თემაზე კომენტარსაგან გარდაცვლილისა და მკვლელობაში ეჭვმიტანილის ოჯახები თავს იკავებენ.

გარდაცვლილს თანასოფლელები დადებით პიროვნებად ახასიათებენ. მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ზურა ბაუჟაძე