Friday, May 7, 2010

კონსევატორთა ფოთის ორგანიზაციის განმარტება ნაციონალური არხების სიუჟეტზე

7 მაისს, პირველი არხის, რუსთავი2–ის და იმედის ტელევიზიებით, უნისონში გადაიცა სიუჟეტი–„კრიზისი ფოთის კონსევატორებში“, რომელიც გვამცნობდა აღნიშნული პარტიის ორი წევრის: რონა ბუბუტეიშვილისა და ბადრი ალანიას მიერ პარტიის დატოვების შესახებ. სამივე არხზე, აღნიშნული სიჟეტი ზვიად ძიძიგურის წუხანდელ ინციდენტის ამსახველ სიუჟეტს მოსდევდა.

რონა ბუბუტეიშვილი სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ნაწილის უფროსი, მერის მრჩეველი, მერიის იურისტი, კონტროლის პალატის აპარატის უფროსი, სოხუმის უნივერსიტეტის პროერექტორი. ამჟამად, ადვოკატია საერთო სპეციალიზაციით და აქვს საკუთარი მცირე ბიზნესი, უპარტიოა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რონა ბუბუტეიშვილი აცხადებს, რომ მას არც ერთი ზემოთხსენებული არხისთვის ინტერვიუ არ მიუცია. მას გუშინ ტელეფონით ადგილობრივი ტ/კ „მეცხრე ტალღის“ ჟურნალისტი, ლანა სალაყაია დაუკავშირდა, რომელსაც მის მიერ კანდიდატურის მოხსნის მიზეზები აინტერესებდა. ბუბუტეიშვილმა განაცხადა, რომ ჟურნალისტს, რომელმაც მას ზეწოლის შესახებ დაუსვა კითხვა, სატელეფონო საუბარშივე განუმარტა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, უკვე მასთან მისულმა ჟურნალისტმა მას მაპროვოცირებელი შეკითხვა დაუსვა, თითქოს ქალაქში მუსირებდა აზრი მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის შესახებ. ბუბუტეიშვილი განმარტავს, რომ მას არ უნდოდა ქალაქში ვინმეს მართლაც ასე ეფიქრა და ამიტომაც დაეთანხმა ჟურნალისტს ზოგადი განმარტების მიცემაზე.
ბუბუტეიშვილი გაკვირვებას ვერ მალავს ადგილობრივი და ნაციონალური არხების მიერ ინტერპრეტირებული სიჟეტების გამო და მისთვის ახლაც გაურკვეველია, თუ ვისგან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა ჟურნალისტი. ბუბუტეიშვილი ახსნას ვერ უძებნის, თუ რატომ გასკანდალდა კენჭისყრის შესახებ მის მიერ„ გულში განაფიქრები“.

_„ კანონმდებლობა არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ პარტიის გარეშე მეყარა კენჭი, ამიტომ რომელიმე პარტიიდან მაჟორიტარად კენჭისყრა გადავწყვიტე. თავდაპირველად ქრისტიან–დემოკრატების ფოთის ოფისს დავუკავშირდი, მითხრეს, რომ სია უკვე დაკომპლექტებული ჰქონდათ. შევიტყვე, რომ „ეროვნულ საბჭოში“ კანდიდატები ჯერ შერჩეული არ ჰყავდათ. აქამდე არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც ახლა გამჩენია რომელიმე პარტიაში გაწევრიანების სურვილი და ამიტომაც პარტიაში გაწევრიანების შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. ამის საფუძველზე კენჭისყრის შესახებ გადაწყვეტილებაც შევცვალე, რის შესახებაც პარტიაში იმავე დღეს განვაცხადე. საერთოდ მიკვირს, მერე მათ პროპორციულ სიაში როგორ აღმოვჩნდი, რის შემდეგაც იძულებული გავხდი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, საოლქოში შემეტანა განცხადება. გამოვიყენე ჩემი კონსტიტუციური უფლება– კენჭისყრაზეც და კანდიდატურის მოხსნაზეც და განცხადება იმის შესახებ, რომ პარტია დავტოვე და ამან კრიზისი გამოიწვია, სიმართლეს არ შეეფერება. მე არასოდეს ვყოფილვარ ამ პარტიის წევრი,“–აცხადებს ბუბუტეიშვილი.
რაც შეეხება ბადრი ალანიას, ის სიუჟეტში აღნიშნავდა, რომ პარტიიდან არ წასულა და ფინანსების არქონის გამო ვერ მონაწილეობდა არჩევნებში, მაგრამ საუბნო კომისიის წევრად რჩებოდა.
„კონსერვატიული პარტიის“ ფოთის ორგანიზაციის ლიდერის, თამაზ სოსელიას განცხადებით, ალანია პარტიაშია 2007 წლიდან. ამჟამად, კი ერთ–ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრია და მას პარტია არ დაუტოვებია. სოსელიას თქმით, ალანია პროპორციულ სიაში იყო, მაგრამ ვინაიდან კანონმდებლობით, საუბნო კომისიის წევრს კენჭისყრის უფლება არ გააჩნია, ამიტომ მოხდა მის მიერ კენჭისყრაზე უარის თქმა.
სოსელია „ყურით მოთრეულს“ და „შეკვეთილს“ უწოდებს ამ თემას და მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლებამ პარტიის დისკრედიტაციის მიზნით გააკეთა, რაც მათი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის გუშინდელ აქტიურობას უკავშირდება.

ელისო ჯანაშია

No comments:

Post a Comment