19 მარტს მთვარის დედამიწასთან მოახლოების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, დიდი რეზონანსი მოჰყვა. რას მოუტანს დედამიწას მისი ბუნებრივი თანამგზავრის მოახლოება?– ბუნებრივი კატაკლიზმების გახშირებაზე ტელეეთერით გაკეთებულმა განცხადებებმა, მოსახლეობის ნაწილში ლამის პანიკა გამოიწვია. ასტროლოგებისა და მეცნიერების აზრი ორად იყოფა,ისევე, როგორც მოსახლეობის. ამას ხელი იაპონიაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ და ცუნამიმაც შეუწყო.
ქარიშხალი, წყალდიდობა, მიწისძვრა თუ ჩვეულებრივი დღე? როგორი ამინდი იქნება 19 მარტს? ამ დროისათვის ეს ქალაქში ყველაზე აქტუალური შეკითხვაა.
"თავისუფალი სიტყვა" საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ფოთში განთავსებულ ცენტრა დაუკავშირდა. „დილით აღმოსავლეთის ქარი 7/12 მეტრი წამში, საღამოს – 5–10 მეტრი წამში სიჩქარით, შუალედში იქროლებს დასავლეთის ქარი 5–10 მეტრი წამში. დღის განმავლობაში ტემპერატურა 11–14 გრადუსი, ღამით კი 6–8 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იწვიმებს.“ დღის განმავლობაში ამინდის გაუარესება მოსალოდნელი არ არის. ასეთია სამსახურის მონაცემები 19 მარტისთვის. ცვლის მორიგის განცხადებით, ჯერჯერობით ამინდით დაინტერესებულთა რიცხვის განსაკუთრებული ზრდა არ დაფიქსირებულა.
ნინო თუნთია
No comments:
Post a Comment