Monday, March 21, 2011

საჩუქარი ქალაქის მერისაგან და კრიტიკა კოლეგებისაგან – ჟურნალისტთა დღე ფოთში














ნინო თუნთია

ჟურნალისტთა დღის აღნიშვნა ფოთის მერიაში ტრადიციად მკვიდრდება. შეხვედრის დრო უცვლელია: 21 მარტი. ფორმატი შეცვლილი: თუკი წლების წინ, კეთილგანწყობის ნიშნით შერჩეულ ჟურნალისტებს, რესტორანში ეპატიჟებოდნენ და ფულით ასაჩუქრებდნენ, მეორე წელია ადგილობრივი ხელისუფლება მილოცვითა და სიმბოლური საჩუქრებით შემოიფარგლება, მოწვეულთა შორის კი, ქალაქში მოქმედი ყველა მედიასაშუალებაა.

ვაცნობიერებთ რა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში ჟურნალისტების როლს, ასევე შრომატევად საქმეს, რასაც თქვენ აკეთებთ, გადავწყვიტეთ პროფესიული დღესასწაული სიმბოლური, პროფესიული და არამდიდრული, არაძვირადღირებული საჩუქრებით მოგველოცა”-განაცხადა შეხვედრის ინიციატორმა, ქალაქის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ ჟურნალისტებს კალმები და ბლოკნოტები გადასცა და აქვე დათანხმდა, ყოველი თვის ბოლო პარასკევს, 12 საათზე ადგილობრივ მედიასაშულებებს შეხვდეს და ყველა კითხვაზე უპასუხოს. (მსგავს შეხვედრებს საფუძველი საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თემურ წურწუმიამ ჩაუყარა, რომელსაც გაწეულ სამუშაოზე მედიისათვის ანგარიშის ჩაბარების ხალისი, პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად შესვლის შემდეგ გაუქრა.)

როცა საუბარი საჯარო სამსახურებსა და მედიასაშუალებებს შორის ურთიერთობების ნაკლოვანებებს შეეხო, მერმა აქცენტი მერიის საინფორმაციო სამსახურის არაკეთილსინდისიერებასა და სისუსტეზე გააკეთა დაგამოვსწორდებითოდასძინა; პასუხისმგებლობის ნაწილი ადგილობრივმა ჟურნალისტებმაც იტვირთეს.

რადიოპალიტრისჟურნალისტმა, ლაშა ზარგინავამ, ჟურნალისტთა არაპროფესიონალიზმი ახსენა. “ მნიშვნელოვანია, როცა მეორე მხარე მოდის თანამშრომლობაზე, ამის გარეშე ჩვენს მუშაობას აზრი არ ექნებოდა და ვიქნებოდით იმ დონეზე, რა დონიდანაც ვცდილობთ გამოვიდეს ქართული ჟურნალისტიკა, ყვითელი პრესა და ის პრესა, რომელიც არც ქვეყნისთვისაა მისაღები და მითუმეტეს ჟურნალისტისთვის არ უნდა იყოს მისაღები.“– განაცხადა მან;

ნიკოლაძის გზისრედაქტორმა, ზურაბ აბრალავამ, კი ის კოლეგები გააკრიტიკა, რომელთა პოზიციაცმუდმივი კრიტიკა და კირკიტია, რომლებიც თუ ხელისუფლებისკენ არ არიან, მის წინააღმდეგ მუშაობენ და მტრის ხატს ქმნიან”.

შეიძლება მედიასაშუალება ნაკლებად კეთილგანწყობილია, მაგრამ კრიტიკა გვაიძულებს, ვიყოთ ტონუსში და სწორი მიმართულებით დავინახოთ ჩვენი მუშაობის ნაკლოვანებები. მე ამ დროს პირად ურთიერთობებს ვივიწყებ.

ერთ-ერთ მედიასაშუალებას (“თავისუფალი სიტყვა”_..) მთელი ჩვენი დოკუმენტაცია გაზიდული აქვს თავის ოფისში და იმედი გვაქვს, რომ ამ ფორმატში გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას.

ფოთში პოლუსური მნიშვნელობის პროცესები იგეგმება, შეიძლება აქ იმდენი ინვესტიცია ჩაიდოს, რამდენიც მთელს ქვეყანაში ერთად, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს ინტერესშია მედიამ და მოსახლეობამ ინფორმაცია პირველწყაროსაგან მიიღოს და არა ყურმოკრული ამბებისაგან”-განაცხადა ქალაქის მერმა.

თვის ბოლო პარასკევი რამდენიმე დღეშია, დარჩება თუ არა დაპირების ერთგული კრიტიკისადმი კეთილგანწყობილი ქალაქის მერი, ჟურნალისტების მიერ დაგეგმილ შეხვედრებზე დასმული კრიტიკული შეკითხვების რაოდენობასა და სიმწვავეზეა დამოკიდებული.






No comments:

Post a Comment