Friday, May 20, 2011

კახა მიქაია: "ქართული პარტია" შესაძლოა "სახალხო კრების" აქციას შეუერთდეს



„ქართული პარტიის“ წარმომადგენელმა ზუგდიდში კახა მიქაიამ „თავისუფალ სიტყვასთან“ ისაუბრა. 21 მაისს, თბილისში დაგეგმილ ოპოზიციის მიტინგზე მისვლასთან დაკავშირებით კახა მიქაიამ განაცხადა: „ ჩვენი პარტია ყოველთვის იდგა ქართველი ხალხი გვერდით. მომავალშიც “ქართული პარტია” დადგება იქ სადაც იქნება ქართველი ხალხი, რომელიც შეიკრიბება ერთი მიზნისთვის - შეცვალოს ეს ხელისუფლება და ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები“.

შეგახსენებთ, რომ 21 მაისს, თბილისში 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მიტინგია დაგეგმილი. „სრულიად საქართველოს მასშტაბით მობილიზებულია "სახალხო კრების" სამოქალაქო წინააღმდეგობის 74 კომიტეტი და ათიათასობით მხარდამჭერი“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "სახლახო კრების" აღმასრულებელმა საბჭომ დღეს გაავრცელა.

No comments:

Post a Comment