Saturday, May 21, 2011

„ქართული პარტიის“ რუსთავის ორგანიზაციის ლიდერს 30დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს


“ქართული პარტიის“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს, გოჩა კაკოშვილს რუსთავის სასამართლომ 30დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესს დაკავებულის თანაპარტიელები და ახლობლები არ ესწრებოდნენ. „როცა ჩვენ მივედით სხდომა უკვე დამთავრებული იყო და დაკავებული გამოჰყავდათ“ აღნიშნა „თავისუფალ სიტყვასთან“ სატელეფონო საუბრისას კაკოშვილის ადვოკატმა, ალექსანდრა ობოლაძემ. ადვოკატის თქმით, საქმის დეტალები მისთვის უცნობია.
„გასამართლებულია ადმინისტრაციული წესით, სამართალდამცავების თქმით, იგი რუსთავში, შარტავას ქუჩაზე ჩხუბის დროს დააკავეს“ -აცხადებს ადვოკატი. მისი თქმით, ცნობილია, რომ დაკავებული თავს დამანშავედ არ ცნობს. „ სასამრთლოდან გამოყვანის დროს, მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოასწრო, ჩამიწყვესო“.-აცხადებს ადვოკატი. მისი თქმით, ამ დროისათვის კაკოშვილი თეთრიწყაროს დროებითი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ.

No comments:

Post a Comment