Saturday, May 21, 2011

აჭარის სახელწიფო ტელევიზიასთან გამართული აქცია სანქცირებული არ ყოფილა




აჭარის სახელწიფო ტელევიზიასთან გამართული აქცია სანქცირებული არ ყოფილა.
რამდენიმე საათის წინ, ბათუმში, აჭარის სახელმწოფო ტელევიზიის წინ, პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა. ჩვენი კორესპონდენტის მიერ დასმული კითხვაზე, თუ რატომ აიძულებდნენ შეკრებილ ხალხს ტერიტორიის დატოვებას, პოლიციელებმა უპასუხეს, რომ აქცია უკანონო იყო. "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა, ანზორ სოლომონიძემ დაგვიდასტურა ის ფაქტი, რომ ტელევიზიასთან გამართული აქცია სანქცირებული არ ყოფილა და მათ მერიიდან აქციის ერას მოედანზე გამართვის ნებართვა ჰქონდათ.
დღევანდელი საპროტესტო აქციის ერთერთი ხელმძღვანელმა, საზოგადოებრივი მოძრაობა “ვიხსნათ საქართველოს” ლიდერმა მურმან დუმბაძემ ტელევიზიის წინ აქციის დარბევის ფაქტზე შემდეგი კომეტარი გააკეთა:
- ჩვენ შევიკრიბეთ რათა ხელმძღვანელობასთვის გადაგვეცა წერილობითი მოთხოვნა და ჩვენთვის საეთერო დრო გამოეყოთ. ტელევიზია საჯარო დაწესებულებაა და მის წინ შესაკრებად არანაირი სპეციალური ნებართვა არ გვჭირდებოდა. ამიტომაც ამის შესახებ წინასწარ არავისათვის მიგვიმართავს. აქციის მონაწილეთა მხრიდან არანაირ ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ტელევიზიის წარმომადგენლები საერთოდ დაიმალნენ და გარეთ არავინ გამოსულა. დარბევა ყოვლად უკანონო იყო და ამისათვის მის ორგანიზატორს პასუხი უნდა მოეთხოვოს."

No comments:

Post a Comment