Wednesday, May 25, 2011

დარბევისას დაკარგულ 8 ფოთელს ამ დრომდე ეძებენ

წუხელ ღამით აქციის დარბევისას დაკარგულ 8 ფოთელს ამ დრომდე ეძებენ.
ინფორმაცია დაკარგულებზე „თავისუფალმა სიტყვამ“ სახალხო კრების ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, სევერიან შენგელიასთან სატელეფონო საუბრისას მიიღო. „ ეს იყო ხელისუფლების ანგარიშსწორება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. უამრავი ადამიანი სასტიკადაა ნაცემი. რაოდენობაზე ამ წუთისთვის ვერაფერს ვიტყვი. დაზუსტებით ვიცით, რომ დაკარგულია 8 ფოთელი. მათ პოლიციის განყოფილებებსა და საავადმყოფოებში ვეძებთ. ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიმყოფებით. თვითმხილველების თქმით, ისინი დარბევის დაწყების წუთებში პარლამენტის წინ იყვნენ. მათი ბედის გარკვევამდე, ვინაობას ვერ დავასახელებ.“– განაცხადა შენგელიამ.
შენგელია, ცენტრალური ტელევიზიების მიერ გავრცელებულ პოლიციელის დაღუპვის ფაქტსაც ეხმაურება. მისი თქმით, გამოძიებული უნდა იქნეს ფაქტი, ვინ მართავდა მანქანას, რომელიც პოლიციელს დაეჯახა. ის ადასტურებს სახალხო კრების ერთი მხარდამჭერის დაღუპვის ფაქტსაც.

No comments:

Post a Comment