„თავისუფალი სიტყვა“ ზუგდიდიდან წასული მომიტინგეების ბედით დაინტერესდა და „სახალხო კრების“ ადგილობრივი ბიუროს ხელმძღვანელს, ზამირა ღადუას დაუკავშირდა. მისი თქმით, ზუგდიდელი აქტივისტებიც დაშავებულები არიან: – „წუხანდელი დარბევის დროს დავშავდით მე, ჩემი შვილი და მეუღლე. ახლა პოლიციის განყოფილებაში მივდივარ, რადგან ჩემი შვილი წუხელ პოლიციამ დააკავა. ამ ეტაპისთვის დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან საკუთარი პრობლემებით ვარ დაკავებული,“ -განაცხადა ღადუამ ჩვენთან საუბრისას.
ამ დროისათვის "სახალხო კრების" ზუგდიდის კომიტეტის ოფისში არავინ იმყოფება.
No comments:
Post a Comment