Thursday, May 26, 2011

რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის ე.წ.საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვართან კონტროლი გააძლიერეს



აფხაზეთის, ე.წ. საბერიო – ფახულანის ადმინისტრაციულ საზღვარზე, რუსი სამხედროების მხრიდან, უსაფრთხოების ზომები 26 მაისთან დაკავშირებით გამკაცრებულია. „თავისუფალ სიტყვას“ საბერიოს მკვიდრი ვახტანგ სოსელია დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, ის სამი დღეა უშედეგოდ ცდილობს ავადმყოფი დედის გადმოყვანას ზუგდიდის საავადმყოფოში, რადგან ყველა ცენტრალური და შემოვლით გზაზე რუსი სამხედროები არიან განლაგებულნი.

–„დაძაბული ვითარებაა, გარეთ ვერ გავსულვართ. თუ გვნახეს რომ ქუჩაში ვდგავართ, პასპორტებს გვთხოვენ და გვეკითხებიან ხომ არ ვაპირებთ აღლუმზე წასვლას. აღლუმს ვინ ჩივის?! სამი დღეა, ავადმყოფი დედა საზღვარზე ვერ გადმომიყვანია. ვთხოვე, ძალიან ცუდად არის, საავადმყოფოში უნდა წავიყვანო და გამიშვით-მეთქი, მაგრამ მაინც არ გვიშვებენ,“ –განაცხადა ჩვენთან საუბარში სოსელიამ.
ფახულანის მიკროავტობუსების მძღოლები, ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ სამი დღეა მათ საბერიო–ფახულანის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრები არ აუყვანით.

ლორა ქობალია

No comments:

Post a Comment