Thursday, May 26, 2011

აქციის მონაწილე სამი ფოთელის ბედი ისევ გაურკვეველია

აქციის მონაწილე სამ ფოთელს ამ დრომდე ეძებენ. სახალხო კრების 5 ფოთელი აქტივისტი ნაპოვნია. ერთ-ერთი ლიდერის სევერიან შენგელიას განმარტებით, ისინი იმ ადამიანებს შორის აღმოჩნდნენ, ვინც წუხელ ღამით პოლიციამ აქციაზე აიყვანა და ნაწილი დიღმის ტყეში, ნაწილი კი რუსთავის გადასახვევთან დატოვა. "ისინი ნაცემები არიან, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამბობენ, რომ ფიზიკურთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. ამ წუთებში ვცდილობთ, მათი ფოთამდე ტრანსპორტირების საკითხი მოვაგვაროთ." - განაცხადა მან. რაც შეეხება, კიდევ სამ ადამიანს, ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელის გარკვევა ვერ ხერხდება. მათი ვინაობა, ფოთელი ლიდერებისათვის ცნობილია, თუმცა დასახელებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

No comments:

Post a Comment