Monday, May 2, 2011

მოგელი ტყებუჩავა "კონსერვატორების" რიგებიდან მიდის


  „კონსერვატიულ პარტიაში ყოფნა  შევაჩერე.  მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, დაპირისპირება არავისთან არა მაქვს.  მიმდინარეობს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენების მიმართ შეხედულებების და შესფასებების ცვლილებები. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი გამოვეყავით ამ შეხედულებებს.” -  განცხადება ”თავისუფალ სიტყვასთან” საუბრისას, ფოთის საკრებულოს წევრმა, მოგელი ტყებუჩავამ გააკეთა.

 კითხვაზე: დატოვებს თუ არა, პარტიასთან ერთად საკრებულოსაც? ტყებუჩავა აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა პარტიაშიც ჰქონდათ, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობა ამის უფლებას არ იძლევა და ჯერჯერობით, პარტიის რიგით წევრად რჩება.

რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობას, ტყებუჩავა გამორიცხავს. ამბობს, რომ მას, მხოლოს საზოგადოებრივ გაერთიანებაში ან სამოქალაქო ფონდში თუ ვიხილავთ.

 ”ეროვნულმა საბჭომ”, ტყებუჩავა, ”კონსერვატორების” ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, სიის პრეზენტაციაზე დაასახელა. შესაბამისად, საკრებულოს დეპუტატი ის ”კონსერვატორების” სიით გახდა.

პარტიის ფოთის ორგანიზაციას, ამ ეტაპზე, თამაზ სოსელია ხელმძღვანელობს.



ნინო თუნთია

No comments:

Post a Comment