ქობულეთის სოფელ, წყალროკაში მცხოვრები „სახალხო კრების“ აქტივისტი, ხვიჩა გამარჯობაძე პოლიციამ საკუთარი სახლიდან აიყვანა.
„დღეს, დილით 4საათისთვის, სახლში შემოიჭრნენ. დაგვარბიეს, ლეწდნენ და ამტვრევდნენ ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდათ. წინააღმდეგობის მიუხედავად წაიყვანეს ხვიჩა“- აცხადებს დაკავებულის ოჯახის წევრი.
„სახალხო კრების“ ერთერთი ლიდერის, მურმან დუმბაძის განცხადებით, გამარჯობაძე აქტიური აქტივისტი იყო. „იგი ბათუმის გუშინდელ აქციას ბოლომდე ესწრებოდა.სახლში მხოლოდ ჩვენი გადაწყვეტილების შემდგომ წავიდა“- განმარტავს დუმბაძე. მისი თქმით, ამ დრომდე ვერ დაადგინეს დაკავებული პოლიციის რომელ განყოფილებაშია გადაყვანილი. დეტალებს „თავისუფალი სიტყვის“ კორესპოდენტიც ადგენს
ზურა ბაუჟაძე
No comments:
Post a Comment