Thursday, May 19, 2011

ფოთის ავტოსადგურის დირექტორი დააკავეს.


ფოთის ავტოსადგურის დირექტორი დავით შონია სამართალდამცავებმა დააკავეს. ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, რამდენიმე დღეა დავით შონია სამსახურში აღარ მისულა.

„დათოს დაკავებისას აქ ვიყავი. ავტოსადგურის თანამშრომლები მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავილებს რგავდნენ, კეთილმოწყობის სამუშაოები ქონდათ და დათოც გარეთ იყო. ამ დროს მოვიდა პოლიცია და დათო წაიყვანეს“ – „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

ფოთის ავტოსადგურის დირექტორის დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ ფოთის საქალაქო პროკურატურასა და შსს ფოთის პოლიციის სამმართველოში. სავარაუდოდ, დავით შონია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს.

No comments:

Post a Comment