Friday, May 20, 2011

ფოთის მერიას მოქალაქე საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებს









ფოთში, გურიის ქუჩის N185-ში მცხოვრები აბესალომ ხვიჩია ქალაქის მერიას საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებს. მრავალსართულიანი სახლის ეზოში მდებარე ხვიჩიების კუთვნილი ნაკვეთის ღობე, ფოთის მერიის სამსახურებმა დაანგრიეს. აბესალომ ხვიჩიას თქმით, ხელისუფლება ამ ქმედებით შურისძიებას ცდილობს, რადგან იგი „სახალხო კრების“ ფოთის ორგანიზაციის აქტიური წევრია. ფოთის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურში პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და ღობის აღების მიზეზად კეთიმოწყობის სამუშაოებს ასახელებენ.

„ქალაქგარეთ მივდიოდით. ავტომობილი გამიფუჭდა და 2 საათში გზიდან მოვბრუნდით. ნაკვეთზე ტრაქტორი დამხვდა გადატარებული. ეს იგივეა, სახლში რომ შემოგივარდეს ვინმე. ჩემს კუთვნილ ნაკვეთზე კეთილმოწყობის სამუშაოებს რა უფლებით ატარებენ? ვითხოვ ზარალის ანაზღაურებას და უფლებების შელახვისათვის სასამართლოშიც ვაპირებ ჩივილს. თუ ფიქრობენ, რომ პოლიცია და პატრული გამაჩერებს და რამე, მე არაფერს არ ვაშავებ“-„თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას აღნიშნა აბესალომ ხვიჩიამ. მისი თქმით, საცხოვრებელ კორპუსთან მდებარე 90 კვ.მ ნაკვეთი და ორსართულიანი ნაგებობა 2007 წლიდან დაკანონებული აქვს. რაც შეეხება ღობის მონგრევას, ამის შესახებ სიტყვიერი ან წერილობითი გაფრთხილება არავისგან მიუღია. ამ დროისათვის, მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული ორსართულიანი ნაგებობა მას იპოთეკით აქვს დატვირთული.

"ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ კერძო მესაკუთრე არ დაზარალდება.ეს ქალაქი პარტიული და არაპარტიული მოქალაქეების ერთნაირადაა და თუ ძველი ღობის მაგივრად კეთილმოეწყობა ეზო წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს? ამ კოკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ქალაქის დასუფთავების ინტერესებით ვიმოქმედეთ. დანარჩენზე დავკონკრეტდებით და შემდეგში მოგახსენებთ" -განაცხადა „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაქრო გვრიტიშვილმა

„90 კვადრატული მეტრია დაკანონებულიო დოკუმენტი ვნახე, მაგრამ მიწაც ოფიციალუად თუ ქონდა გაფორმებული არ ვიცოდი? რად უნდა გაფრთხილება? ხედავენ, რომ ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.არ ვიცი რა შეიცვლდებოდა, რომ მცოდნოდა ამის შესახე"- ასე ახსნა მომხდარი მალთაყვის უბნის მუნიციპალიტეტის უფროსმა, ჯუნა სიჭინავამ.

აბესალომ ხვიჩია უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს.


ნინო თუნთია

No comments:

Post a Comment