Friday, May 20, 2011

დღეს საქართველოს პრეზიდენტი აბაშასა და მარტვილში ჩავა.



დღის სამ საათზე საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აბაშაში ახლადგარემონტებულ საავადმყოფოს გახსნის. პრეზიდენტთან ერთად საავადმყოფოს გახსნას „ბლოკ-ჯორჯიას“ ხელმძღვანელობაც დაესწრება. კომპანიის ინფორმაციით, საავადმყოფო უახლესი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი. „ასი ახალი საავამდყოფოს“ პროგრამის ფარგლებში „ბლოკ-ჯორჯია“ აბაშის საავადმყოფოს სამი წლის განმავლობაში არემონტებდა. ჩატარებულ სამუშაოებზე დახარჯული თახნის ოდენობა ჯერ არ სახელდება.
აბაშიდან პრეზიდენტი მარტვილის რაიონის სოფელ დიდ ჭყონში გაემგზავრება. ის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის კურთხევას დაესწრება. ეკლესიას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აკურთხებს. ის დიდ ჭყონში გუშინ საღამოს ჩავიდა.
ეკლესიის მშენებლობისათვის თანხები მარტვილის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნაული ჯანაშიამ გაიღო.
ეკლესიის კურთხევის შემდეგ, მარტვილის ცენტრში ქართველი მომღერლების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც, ასევე ნაული ჯანაშიაა.



მალხაზ ბასილაია

No comments:

Post a Comment