Friday, May 20, 2011

ფოთის ავტოსადგურის დირექტორს დავით შონიას საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ



სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურა ფოთის ავტოსადგურის დირექტორს, დავით შონიას საგადასხდო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს. დაკავებულის ადვოკატის, ბაჩო ყურაშვილის განცხადებით, შონიას ბრალი ყალბი საგადასახდო დოკუმენტებისა და ანგარიშფაქტურების დამზადებაში ედება. ადვოკატის განამარტებით, საუბარია, მუნუციპალური ავტოტრანსპორტებისათვის გამოყოფილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებზე შედგენილ ყალბ საგადასახადო დოკუმენტებზე. ჯერ-ჯერობით უცნობია აღიარებს თუ არა პროკურატურის ბრალდებას დავით შონია.

2006-2010 წლებში თვითმმართველობის 100% წილით დაფუძნებულ შპს „ფოთიქალაქტრანსპორტს“ დავით შონია ხელმძღვანელობდა. შპს „ფოთიქალაქტრანსპორტს“ მუნიციპალურ დაქვემდებარებაში არსებული ტრანსპორტის მოვლა-პატრონობა ევალებოდა. კერძოდ, ექვსი მიკროავტობუსის საწვავით უზრუნვეყოფა ტრანსპორტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მათი შეკეთება და რემონტი. ფირმა აღნიშნული მომსახურეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით ყოველწლიურად 60 ათასი ლარით ფინანსდებოდა.
შონიას დაკავების ფაქტზე მისი ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. „არ მსურს ამ თემაზე საუბარი, მით უფრო მედიასთან. ჯერ დაზუსტებით ჩემთვისაც არაფერია ცნობილი, ვიცი მხოლოდ ის, რომ ბრალი 210-ე მუხლით ედება“- აღნიშნა დაკავებულის მეუღლემ ინგა შონიამ. სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










იზა სალაყაია

No comments:

Post a Comment