Wednesday, May 18, 2011

გალის რაიონის ქართულ სოფლებში მოსწავლეები რუსულ ატესტატებს აიღებენ

გალის რაიონის ქართულ სოფლებში მოსწავლეები რუსულ ატესტატებს აიღებენ. ინფორმაცია, „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას გალის რაიონის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა დაადასტურა.

გალის განათლების განყოფილების ოფიციალური ნებართვით, გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც ჩატარდება. ივნისის ბოლოს, ყველა მოსწავლე რუსულ ატესტატს მიიღებს, რომელშიც ქართული ენა, არა „მშობლიურ“, არამედ ერთ-ერთ ენად იქნება დასახელებული.

გალის სკოლებში სასწავლო პროცესი 25 მაისს დამთავრდება.




მალხაზ ბასილაია

No comments:

Post a Comment