Wednesday, May 25, 2011

მოსახლეობის აზრი



რას ფიქრობთ, თბილისში გამართულ აქციებთან დაკავშირებით?-ამ კითხვით ზუგდიიდს ქუჩებში მოქალაქეებს მივმართეთ:

რევაზ ჯღარკავა, 40 წლის, უმუშევარი:- „მეორე არხიდან ვუყურებ, ამ საპროტესტო აქციებს მაგრამ, ვერ გავიგე რა უნდათ, ან რას ითხოვენ გარდა იმისა - მიშა წავიდეს. რატომ უნდა წავიდეს, მითხარი დალოცვილო, იქნებ გავიგო. ვერც ის გავიგე რას გვპირდება ან რას აპირებენ. საერთოდ წინააღმდეგი ვარ ამ აქციების“

ლუდუკი იზორია, 81წლის, ყოფილი პედაგოგი: -„ თუ გავითვალისწინებთ მის წარსულს, არ შეიძლება დაეთანხმო ან გჯეროდეს მისი. „სახალხო კრების“ არ მჯერა, მაგრამ ოპოზიციური პარტიებიდან ზოგიერთი მომწონს, მაგალითად, ალასანია.“

55 წლის ქალბატონი, პროფესიით ექიმი (ვინაობის გამხელა არ ისურვა)-„მე ვიზიარებ ბურჯანაძის მოთხოვნებს. და საერთოდ მომწონს მისი პოლიტიკა, თუმცა მაღიზიანებს ნიღბიანი ახალგაზრდები და ზოგიერთი სიტყვით გამომსვლელი.“

ბროიცა კვინჩია, 65 წლის, პენსიონერი: -„არ მომწონს და ვერც დავეთანხმები. მე ვარდების რევოლუციის დროს იქ ვიდექი და არ ვნანობ. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტები გაძვირდა, მე მაინც ეს ხელისუფლება მომწონს“.

თამუნა კუკავა, 35 წლის, დიასახლისი: -„რაც იქ ახლა ხდება საშინელებაა. ისე მაღიზიანებს ეს პროცესი ტელევიზორსაც არ ვუყურებ.“

კახა ყურაშვილი, 22წლის, სტუდენტი: „არ მომწონს ეს აქციები. რაც შეეხება მოთხოვნებს საერთოდ ვერ გავიგე, რას ითხოვენ. ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი.“

მიმი თოლორაია, 70 წლის, პენსიონერი:-„ძალიან არ მომწონს ეს აქციები და არეულობები. მხოლოდ მშვიდობა გვინდა. ეს ხელისუფლება ცოტა რაღაცეებს კი აკეთებს და არ მინდა უარესობისკენ შეიცვალოს რამე“.

ხათუნა პაჭკორია, 39 წლის, დიასახლისი: -„უმსგავსობაა ეს აქციები. პირადად მე, ერთი ნორმალური მოთხოვნა ვერ მოვისმინე. რაც შეეხება არეულობას, რომელსაც აპირებდნენ არ გამოუვიდათ, ღვთის მადლით.“

მზია თოლორაია, 45 წლის, დიასახლისი: -„ არ მომწონს და არც შეიძლება მომეწონოს, რამეს გამკეთებელი აქამდეც გააკეთებდა, ჰქონდა ამის შანსი.“

ნანი შეროზია, 46 წლის, გარემოვაჭრე:-"ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ ამათი მომრევი ვინ არის? ეს ხელისუფლება ურჩხულია და ვერც ვერავინ მოერევა, მით უმეტეს ბურჯანაძე."

შორენა ტიბუა, 50 წლის,უმუშევარი: „ რას აკეთებენ ვერ გავიგე, მხოლოდ ის ვიცი რომ, აქციებია და ჩემთვის გაუგებარ მოთხოვნებს აჟღერებენ“.

დოდო ჯიშკარიანი, 44 წლის, დიასახლისი: „არაფერი მინდა, მხოლოდ არეულობა არ იქნებოდეს. რაც შეეხება აქციებს ვერ გავიზიარებ რადგან, ჩემთვის არც ერთი საინტერესო მოთხოვნა არ მომისმენია“

სოფო ხუბულავა

No comments:

Post a Comment