ბათუმის ბულვარში შეკრებილ მხარდამჭერებს თემურ შაშიაშვილმა სიტყვით მიმართა. მოძრაობა "თეთრების" ლიდერის თქმით, თბილისში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საჭიროა დედაქალაქში აქციების გაძლიერება, ამიტომ ბათუმიდან აქციის მონაწილეები დედაქალაქში წავლენ. "სახალხო კრების" მხარდამჭერთა ნაწილი უკვე გაემგზავრა, ნაწილი კი, დღის მეორე ნახევარში გაემგზავრება და მგზავრობის პარალელურად, სხვადასხვა ქალაქში მცირემასშტაბიან აქციებს გამართავს.
ზურა ბაუჟაძე
No comments:
Post a Comment