Sunday, May 22, 2011

ნინო ბურჯანაძის ვაჟი ჟურნალისტს ბოდიშს პირადად მოუხდის



„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, თაზო კუპრეიშვილს, ანზორ ბიწაძე ბოდიშს პირადად მოუხდის. ჟურნალისტს ამის შესახებ ბურჯანაძის პრეს-სამსახურიდან აცნობეს. ბიწაძემ ამ გადაწყვეტილების შესახებ, პირველად „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას განაცხადა, როცა ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე კომენტარისათვის დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ მან არც კი იცოდა თუ უსიამოვნება ჟურნალისტთან მოუვიდა და ჟურნალისტის ვინაობაც ჩვენგან შეიტყო.
„ნინო ბურჯანაძის პრეს-ცენტრიდან დამირეკეს, რომ ანზორს სურს პირადად შეხვედრა და მობოდიშება. მისი თქმით, ჟურნალისტებთან ურთიერთობის გამწვავება მას არ სურდა და არც ახსოვს, თუ ჟურნალისტს დაარტყა. აქციაზე გასვლას და მასთან შეხვედრას დღის ბოლოს ვაპირებ“- განაცხადა თაზო კუპრეიშვილმა.
საუბარია, დღეს დილით აქციაზე მომხდარ ფაქტზე. ნინო ბურჯანაძესთან გასაუბრების მცდელობისას ანზორ ბიწაძემ კუპრეიშვილს ჯოხი მუცელში ჩაარტყა.

No comments:

Post a Comment