ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, მურმან დუმბაძის განცხადებით, სამარშუტო ტაქსის მძღოლების უმრავლესობამ თბილისში მხარდამჭერების ტრანსპორტირებაზე უარი თქვა. "ისინი პოლიციის დავალებას ასრულებენ. გაფრთხილებული და დაშინებულები ჰყავთ.“-ამბობს დუმბაძე.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები თბილისში ჩასვლას მსუბუქი ავტომობილებით აპირებენ და მათი ნაწილი უკვე გაემგზავრა. დუმბაძის ინფორმაციით წასვლის მსურველთა რაოდენობა 2 000-მდეა. ბათუმის აქციის მონაწილეთა დედაქალაქში წაყვანის გადაწყვეტილება "სახალხო კრების" ლიდერებმა თბილისში, რამდენიმესაათიანი კონსულტაციებისას მიიღეს.
შეგახსენებთ, 21მაისს ბათუმში პოლიციამ 200-მდე მძღოლი დააჯარიმა და მანქანა ჩამოართვა, ათობით მიკროავტობუსი ამ დრომდე ბათუმში საჯარიმო მოედანზე დგას.
ზურა ბაუჟაძე
No comments:
Post a Comment