
ნინო ბურჯანაძემ შვილის საქციელის გამო, "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს, თაზო კუპრეიშვილს, წუხელ გვიან ღამით, ბოდიში პირადად მოუხადა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა. თავად ანზორ ბიწაძემ, ჟურნალისტის ბრალდებისა და თავად ჟურნალისტის შესახებ, მას შემდეგ გაიგო, რაც "თავისუფალი სიტყვა" მას კომენტარისთვის დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ ჟურნალისტს პირადად მოუბოდიშებდა, თუმცა, ის ჯერჯერობით, ჟურნალისტს არ შეხვედრია.
„მინდა გითხრა, რომ ძალიან ცუდად მოქცეულა[ანზორ ბიწაძე]. თვითონ თქვა, რომ შეიძლება რაღაც მაგდაგვარი მოხდაო, მეგონა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყოო. მე მივალ და პირადად ბოდიშს მოვუხდიო. მე, სხვათა შორის, იმავე წუთს ვუსაყვედურე, როცა შევამჩნიე, რომ უხეშად მოიქცა. მას ჟურნალისტებისადმი ცოტა აგრესია აქვს. ჟურნალისტები ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, არ გაგიკვირდეთ. მე პირადად, გიხდი ბოდიშს და თვითონაც [ანზორ ბიწაძე], რომ გნახავს, მოგიხდის ბოდიშს. მან იცის, რომ პოლიტიკოსის შვილია და რაღაცეები უნდა მოითმინოს“, - უთხრა ბურჯანაძემ "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ საუბარია 22 მაისს მომხდარ ინციდენტზე, როცა ბურჯანაძის ვაჟმა, ანზორ ბიწაძემ, ნინო ბურჯანაძისთვის დასმული კითხვის შემდეგ, ჟურნალისტს მუცელში ჯოხი ჩაარტყა.ინფორმაცია ამის შესახებ, "ნეტგაზეთმა" გაავრცელა: http://netgazeti.ge/GE/59/News/5347/ნინო-ბურჯანაძის-შვილმა-ნეტგაზეთის-ჟურნალისტს-ჯოხი-ჩაარტყა[Video]--მაისის-საპროტესტო-აქცია.htm სხვათა შორის, კადრში კარგად ჩანს, რომ ბურჯანაძე მის უკან მდგომს(სავარაუდოდ, შვილს) საყვედურობს და სახის მიმიკით, იქაურობისთვის გაცლაზე მიანიშნებს.
No comments:
Post a Comment