ბათუმიდან თბილისისაკენ "სახალხო კრების" აქტივისტები მცირე ჯგუფებად მიემგზავრებიან. ამის შესახებ, კრების ერთ-ერთმა ლიდერმა მურმან დუმბაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა.
"ძირითადად, მსუბუქი ავტომობილებით, მცირე ჯგუფებად მივდივართ. ნაწილმა აჭარა უკვე დატოვა, ნაწილი კი ჩოლოქის ხიდთან იკრიბება. ვიცავთ სიფრთხილეს, რომ სამართალდამცავების სამიზნე არ გავხდეთ და მგზავრობისას პრობლემები არ შეიქმნას. ამის გამო ბათუმიდან თბილისში მიმავალთა რიცხვის დაზუსტება ამ ეტაპზე ძნელია."-ამბობს დუმბაძე. "სახალხო კრების" წარმომადგენლებს ჯერ არც ის გადაუწყვეტიათ, გაიმართება თუ არა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მცირემასშტაბიანი აქციები, როგორც ამას გუშინ, ბათუმის ბულვარში გამართულ აქციაზე აცხადებდნენ.
No comments:
Post a Comment