Saturday, May 21, 2011

სოზარ სუბარი თანაპარტიელის ცემაში ხელისუფლებას ადანაშაულებს


„ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარტიის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლის, შალვა გოგიტიძის ცემის ფაქტზე განცხადება გააკეთა.
„ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ თუ მსგავსი ძალადობა გაგრძელდება, მის დამკვეთებსა და შემსრულებლებსაც მკაცრად მოეკითხებათ.“- განაცხადა სუბარმა
მისი თქმით, „ქართული პარტიის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს პირველადი დახმარება მეზობლებმა აღმოუჩინეს. როგორც სუბარი ამბობს, თავდამსხმელები შალვა გოგიტიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და პიჯაკი, საბუთები და გარკვეული ოდენობის თანხაც წაართვეს.
მომხდარზე საპატრულო პოლიციასა და შალვა გოგოტიძის თანაპარტიელებს მეზობლებმა შეატყობინეს.
„თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ მცირე გაბარიტიანი თეთრი ფერის ავტომობილით, რომლის სანომრე ნიშანს ისინი მთლიანად ვერ იხსენებენ და ახსოვთ მხოლოდ ციფრი - 187“- განაცხადა სუბარმა.

No comments:

Post a Comment