სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქცია ბათუმში ამ წუთებში კვლავ გრძელდება. თუმცა, მონაწილეთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. თუკი დასაწყისში აქციას ორი ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, ამ დროისათვის რაოდენობა განახევრებულია. ტრიბუნაზე აღარ ჩანან პოლიტიკური ლიდერები. მათი ნაწილი ტრიბუნიდან ჩამოვიდა და ხალხში გაერია. ახლა სიტყვით პოლიტიკური აქტივისტები გამოდიან.
„თავისუფალი სიტყვა“ საზოგადოებრივი მოძრაობა “ვიხსნათ საქართველო”-ს ლიდერი მურმან დუმბაძეს გაესაუბრა.
„კმაყოფილი ვარ აქციაზე მოსული ხალხის რაოდენობით.
აქცია ხვალაც გაგრძელდება. უბრალოდ შეიცვლებიან აქციის მონაწილეები, რადგანაც ხალხს დასვენება სჭირდება. „-განაცხადა მან. ის ქართული პარტიის ლიდერის, შალვა გოგიტიძის ცემის ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა რომ ხელისულფებას არ სურს ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსოლიდაცია მოხდეს.
ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა, თუმცა აქციის მონაწილეებთან ისინი არ მისულან.
ზურა ბაუჟაძე
No comments:
Post a Comment