Wednesday, May 4, 2011

ალასანია ზუგდიდში



დღეს, ზუგდიდში, რადიო “ათინათის”ოფისში “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი მედიის პრობლემებზე საუბარს დაეთმო. - “საუბარი ძალიან გულწრფელი, რომ გამოგვივიდეს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ჩამწერები”- ასე მიმართა მედიის წარმომადგენლებს ალასანიამ. მედიის პრობლემებთან ერთად,მან შიდა და საერთაშორისო პოლიტიკის პრობლემებზე ისაუბრა, ხოლო მცირე კომენტარი მედიასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა:
-“ძალიან მნიშვნელოვანია კარგად ვიცოდეთ ის პრობლემები რაც რეგიონული მედიის წარმომადგენლებს აქვს. თუ გვინდა საზოგადოება გავხადოთ ცვლილებების თანამონაწილე, აუცილებელია მედია იყოს ბოლომდე ინფორმირებული პოლიტიკური ძალების შესახებ. შევქმნათ საშუალებები, თავისუფალი მედიისთვის განვითარებისთვის, რადგან მოქალაქემ საკუთარი მომავალი თვითონ აირჩიოს. ამიტომ მქონდა მედიის პრობლემებზე საუბარი სწორედ დღეს, რათა გამეგო ის პრობლემები, რომელიც რეალურად არსებობს.”

სოფო ხუბულავა

No comments:

Post a Comment